საზოგადოება
თავდაცვის ძალების მიერ დედაქალაქსა და ექვს ქალაქში სპეციალური გამშვები პუნქტების მოეწყო
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოაწყო თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდისა და გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან. ამის შესახებ „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.
უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის ტექნიკა და პირადი შემადგენლობა აღნიშნულ ქალაქებში გამთენიისას შევიდა.
„თბილისის, რუსთავისა და გორის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები განლაგდებიან. ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და ზუგდიდის გამშვებ პუნქტებს კი, დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები გააკონტროლებენ. საქართველოს ქალაქებში მოწყობილ საკონტროლო პუნქტებზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები პირთა გადაადგილების კონტროლს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებას, მოქალაქეთა თერმოსკრინინგს და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან გაშლილია საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს. ადგილზე მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკა, რომელიც ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


