უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ნოემბერი, 2017 10:20
font-size

`თავდაცვა` მათი მხრიდან `თავდასხმით` ხასიათს იძენს და ეს ჩემთვის მიუღებელია - თამთა მეგრელიშვილი

"პატივს ვცემ ყველა ადამიანის არჩევანს მაგრამ, "თავდაცვა" მათი მხრიდან "თავდასხმით" ხასიათს იძენს და ეს ჩემთვის მიუღებელია!", - ამ განცხადებას იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალური ქსელში აქვეყნებს.

''მიუხედავად იმისა რომ ვარ იურისტი!
მიუხედავად იმისა რომ ამ მიმართულებით მიწევს მუშაობა!

მიუხედავად იმისა რომ სატელევიზიო სივრციდან სახლში მივარდებიან და მიკითხავენ მორალს! მიუხედავად იმისა რომ არ უნდათ ვიყო (ვიყოთ)ის რაც ვართ, მე უარს ვამბობ ჩემმა და თქვენმა შვილებმა არ იცოდნენ ოჯახის ფასი, უარს ვამბობ საკუთარი დედ-მამის სიყვარულისა და ადამიანობის მაგალითზე არ ისწავლონ ცხოვრება...

უარს ვამბობ სკოლამდელი განათლების გენდერულად ნეიტრალური სასწავლო სტანდარტის დამკვიდრებაზე, თუ ის ასწავლის რომ ბაღებში ბიჭების და გოგონების გენდერული ნიშნით გამორჩევა არასწორია და აღმზრდელებმა ყველა ტიპის საქმიანობაში ბავშვების თანასწორად ჩართულობა უნდა უზრუნველყონ ანუ მასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბიჭები ტრადიციულად ბიჭებისთვის საინტერესო საქმიანობებით და გართობებით არ იყვნენ უპირატესად დაკავებულნი, ხოლო, გოგოები ტრადიციულად გოგოებისთვის საინტერესო საქმიანობებით და ისინი თანაბრად დაკავდნენ ყველა ტიპის გართობით და საქმიანობით.

ამ მოცემულობით ბავშვს ბაღის ასაკიდანვე ვუმახინჯებთ აზროვნებას!

ის ჩათვლის რომ გენდერი არჩევითი მოცემულობაა! ის ჩათვლის რომ გენდერულ იდენტობას ბიოლოგიური სქესი კი არა, ადამიანის არჩევანი და თვითგანცდა განსაზღვრავს და მას შეეძლება თავად აირჩიოს რომელ გენდერთან მოახდენს თვითიდენტიფიკაციას!

მე ვგმობ ყოველგვარ ძალადობას!

პატივს ვცემ ყველა ადამიანის არჩევანს მაგრამ, "თავდაცვა" მათი მხრიდან "თავდასხმით" ხასიათს იძენს და ეს ჩემთვის მიუღებელია!", - წერს თამთა მეგრელიშვილი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი