პოლიტიკა
თავდასხმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე გამიზნული იყო იმისთვის, რომ ჩვენი ანგარიშების მიმართ ყოფილიყო დაბალი ნდობა - ეკა გიგაური
„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური იყო თანამდებობის პირების მიერ არასამთავრობო სექტორზე თავდასხმა მათდამი ნდობის შესამცირებლად.
აღნიშნული ტენდენცია მოხვდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ანგარიშშის, რომელიც წინასაარცევნო პერიოდს ეხება. მასში ასევე გამახვილებულია ყურადღება მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენციებზე, საარჩევნო კამპანიაში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების ჩართვაზე, კორუფციაზე, ბიზნესის რეკეტსა და მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებზე.
„წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ხშირად იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმის ფაქტები. მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და ცხადია, ეს ყველაფერი გამიზნული იყო იმისთვის, რომ ჩვენი ანგარიშების მიმართ ყოფილიყო დაბალი ნდობა და ჩვენ გადაგვეტანა აქცენტები აბსოლუტურად სხვა თემებზე და დავმდგარიყავით თავდაცვის პოზიციაში. ცხადია, ეს რა თქმა უნდა გვიშლიდა ხელს ჩვენს საქმიანობაში. ზოგადად, ასევე წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩეოდა იმით, რომ მობილიზაცია ხდებოდა ხოლმე საჯარო მოხელეების. ეს ფაქტები ჩვენ დავაფიქსირეთ. რა თქმა უნდა ის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა გარკვეული გამოძიებები დაასრულეს ამ პერიოდში და ასევე საუბრობდნენ დესტაბილიზაციაზე, ესეც ცხადია იყო მიმართული იმისკენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული დამოკიდებულებები შექმნილიყო ამომრჩევლებში“,-განაცხადა გიგაურმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


