პოლიტიკა
თავად მირზა სუბელიანთან მე არანაირი კონტაქტი არ მქონია - ზვიად ფხაკაძე
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, მან დაკითხვამდე ნახევარი საათით ადრე შეიტყო, რომ ინციდენტში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის შვილიც მონაწილეობდა.
„ამის შესახებ ინფორმაცია მივიღე, როდესაც ა.ს. იკითხებოდა, შესაძლოა ნახევარი საათით ადრე. თავად მირზასთან მე არანაირი კონტაქტი არ მქონია. ვნახე, რომ იკითხებოდა მამასთან ერთად, თუმცა კომუნიკაცია არ მქონია“, - განაცხადა ფხაკაძემ.
შსს-ის წარმომადგენლის, კახა სირაძის ინფორმაციით, მანაც დაკითხვის დროს შეიტყო აღნიშნულის შესახებ.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ კახა სირაძესა და საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძეს უსვამენ კითხვებს.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


