პოლიტიკა
ტატუნაშვილის ინციდენტმა სერიოზულად დააზიანა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ორი შეხვედრის შედეგად დავალაგეთ - გიორგი ლომია
ტატუნაშვილის ინციდენტმა სერიოზულად დააზიანა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ორი შეხვედრის შედეგად დავალაგეთ, - განუცხადა ჟურნალისტებს პატრიოტთა ალიანსის წევრმა, გიორგი ლომიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ლომია მოსკოვში გაემგზავრა, სადაც უკვე იმყოფებიან მისი თანაგუნდელები - ნატო ჩხეიძე და ადა მარშაბია.
საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველსო პატრიოტების“ წარმომადგენლები რუსეთში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ. მოსკოვში პატრიოტთა ალიანსის ეს უკვე მესამე ვიზიტია, რა დროსაც დელეგაცია შეხვედრებს ისევ რუსეთის სათათბიროს წევრებთან გეგმავს.
ცნობილია, რომ ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ოკუპანტ სახელმწიფოსთან საუბარს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ გეგმავენ.
"ტატუნაშვილის ინციდენტმა სერიოზულად დააზიანა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ორი შეხვედრის შედეგად დავალაგეთ. წინა შეხვედრაზე კულუარულად მქონდა საუბარი ამ თემაზე, დაიწყეს გამოძიება, დაეკისრა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა, ვთქვათ ოსურ მხარეს. ეხლა უკვე ამ საკითხებზე ჩვენ ოფიციალურად ვისაუბრებთ და ბუნებრივია ალბათ პასუხებსაც მივიღებთ,"-აცხადებს გიორგი ლომია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


