საზოგადოება
ტაშკენტის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო
ტაშკენტის ქ. N25-სა და N27-ის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობასთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და მე-5 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში დავით უთმელიძემ მიიღეს.
„ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, მოსახლეობის თხოვნითა და მათი აქტიური ჩართულობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამუშაოები განვახორციელეთ. ეზოში, რომელიც მანამდე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, სამუშაოების ჩატარების შემდეგ, საკმაოდ დიდი სივრცე გამოჩნდა და გალამაზდა. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ეზო ადგილობრივებთან ერთად გავამწვანეთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
აღნიშნულ ეზოში მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, 26 ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ჩატარდა. ასევე, ეზოში მოეწყო ბორდიური და 950 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
კომპანია „დი-ეჩ-ელის“ მხარდაჭერით, ეზოში სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგო.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


