უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ივლისი, 2018 17:50
font-size

ტაშ-ფანდური მოიკითხეთ თქვენს ღონისძიებებში და თქვენს პარტიაში - ვატო შაქარაშვილი ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდა

რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, საზოგადოებაში კულ-ტურა ჰქვია, რაც, სამწუხაროდ, თქვენ არ გაგაჩნიათ, - განაცხადა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დე-პუტატმა ვატო შაქარიშვილმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის მისამართით.

"ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდა. "შტაბ კვარწირიდან" მიიღეს დავალება, რომ მაქ-სიმალურად დაიხარჯონ პოპულიზმში, სიცრუესა და დესტრუქციაში. ეს ამბავი თქვენს კანდიდატს ნამდვი-ლად არ წაადგება. რაც შეეხება განცხადებას ტაშ-ფანდურთან დაკავშირებით, რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძა-ხით, ამას საზოგადოებაში კულტურა ჰქვია, რაც, სამწუხაროდ, თქვენ არ გაგაჩნიათ. ტაშ-ფანდური მოიკი-თხეთ თქვენს ღონისძიებებში და თქვენს პარტიაში", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდის საკი-თხს განიხილავენ.

,,კონცერტი კი არა, კონდიციონერი ჩაურთეთ ხალხს სამარშრუტო ტაქსში, არ დაიხრჩონ!“ - განაცხადა სხდომაზე ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდა არამიზანშეწონილად შეაფასა და განსაკუთ-რებით კულტურული ღონისძიებებისათვის 1 მილიონი ლარის გამოყოფა გააკრიტიკა.

მან მოსთხოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაასაბუთოს, რატომ უნდა გაიზარდოს მერიის დაფინან-სება, მათ შორის კულტურული მიმართულებით - ტაშ-ფანდურისა და კონცერტებისათვის.

„საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადეთ, რომ იმისათვის, რომ თბილისელებს ზაფხულის პერიოდში კომფორტი შეუქმნათ, კულტურული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს. ამ ზაფხულში ათიათასობით მოქალაქე, რომელიც სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილდება, დაიხრჩო ეს ხალხი, კონდიციონერს არ ურთავთ მთელი ზაფხულია! აგვისტოს თვე მაინც უზრუნველყავით. ასე თუ ზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე, კონცერტი კი არა, კონდიციონერი ჩაურთეთ სამარშრუტო ტაქსში, არ დაიხრჩონ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზრდება და 916 მილიონ 863 ათასი ლარი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი