უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მარტი, 2019 11:00
font-size

ტაქსების რეფორმის შედეგები მძღოლების და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება -კახა კალაძე

ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციების გავრცელება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნული რეფორმის შედეგები პირველ რიგში, ტაქსის მძღოლების და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.

„ტაქსების რეფორმა დავიწყეთ იმისთვის, რომ ეს სფერო მოწესრიგებული იყოს. სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად, არასწორი ინფორმაციის მიწოდება ხდება. პირველ რიგში, ეს რეფორმა მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლებისთვის და ზოგადად, ქალაქისთვის, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არავინ არავის ავალდებულებს და არაფერს აძალებს. არის ორი მიმართულება, რომლითაც შეუძლიათ მათ რომ ისარგებლონ: A კატეგორიის ლიცენზია და B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება გადაღებვის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ადამიანებისთვის სერიოზული პრობლემა ყოფილიყო. მესმის, არსებული სოციალური მდგომარეობა. ძირითადად, ეს ადამიანები იმიტომ არიან ამ საქმიანობით დაკავებულები, რომ უჭირთ. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც დღის განმავლობაში სამსახურში მუშაობს და შემდეგ მგზავრების გადაყვანას ახორციელებს. ჩვენ ესეც გავითვალისწინეთ და ამ ადამიანებს რომ კიდევ ზედმეტი ხარჯი არ ჰქონოდათ, ვაუჩერების გადაცემა გადავწყვიტეთ. კომპანია, რომელმაც ჩვენს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა, თავის ვალდებულებას შეასრულებს და ტაქსის მძღოლებს გადაღებვაში არც ერთი თეთრი არ დაეხარჯებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტაქსის მძღოლები უფასო პარკინგით და ასევე, რეკლამის შემოსავლით ისარგებლებენ. ეს პირველ რიგში, მათი და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქნება ასახული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას, თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ რეფორმის გატარების აუცილებლობა სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ ბაზარი დარეგულირდეს და ჯანსაღი კონკურენცია გაჩნდეს.

„რაც კი რეფორმა წამოვიწყეთ, პარკირების, ტაქსების თუ სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით, ოპოზიციური პარტიების მოწოდება არის, რომ გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ. ჩვენ „არაფრის“ საკეთებლად არ მოვსულვართ და საჭიროა ისეთი რეფორმების განხორციელება, რომელიც განავითარებს ჩვენს ქალაქს და ამ შემთხვევაში სატრანსპორტო სისტემას. დღეს, გვაქვს სრულად დერეგულირებული ტაქსის ბაზარი და არაჯანსაღი კონკურენცია, რაც ქმნის ე.წ. დემპინგურ ფასებს, მომსახურების ხარისხის გაუარესების ხარჯზე ხდება ფასების მინიმიზაცია. ამით, პირველ რიგში, ტაქსის მძღოლები ზარალდებიან. დღეს, ტაქსის ბაზარი არ ეკუთვნით მხოლოდ ტაქსის მძღოლებს, ის ეკუთვნით მათ და აგრეთვე ადამიანებს, რომლებიც დამატებით შემოსავალს ეძებენ. ისინი არ არიან ტაქსის მძღოლები და ეს მათთვის პარალელური საქმიანობაა. ჩვენ ორივე კატეგორიის მომსახურების გამწევებს ვთავაზობთ იმავე ფორმატით სერვისის გაგრძელებას, უბრალოდ ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ. არსებობს A კატეგორიის, ე.წ. ქუჩის ტაქსი, რომელიც ქუჩიდან ახდენს მგზავრის აყვანას და არის ბრენდირებული და არსებობს B კატეგორია, რომელსაც ვიზუალის, ფერის სტანდარტი არ აქვს, არც მანათობლის გამოყენება სჭირდება და ეკრძალება კიდევაც, შეუძლია აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. „რაითშეარინგის“ პრინციპში ჩაერთოს და გააგრძელოს შემოსავლის მიღების მიზნით, მგზავრის გადაყვანა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება რეგულაციების გადახედვის საკითხს, ვიცე-მერის თქმით, რეფორმის გადავადება არ იგეგმება და მისი მეორე ეტაპი მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება.

„დღეს, თუ ტაქსის ბაზარზე მოძრაობს 27 000 ლიცენზირებული ტაქსი, ეს გაიყოფა სულ ცოტა ორზე და ქუჩის ტაქსის ბაზარს მხოლოდ ბრენდირებული ტაქსები დაიკავებენ. თუ ახლა ვინმე ფიქრობს, რომ მანქანას არ გადაღებავს იმიტომ, რომ რეფორმამ გადაიწიოს, ჩვენ ამ რეფორმის გადავადება სწორად არ მიგვაჩნია. ერთი წლის წინ ვთქვით ამის შესახებ და ტაქსის მძღოლებს მოსამზადებელი დროც მივეცით“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან, თბილისის ვიცე-მერის თქმით, აღნიშნული რეფორმა ემსახურება ტაქსის ბაზრის განვითარებას და მოსახლეობისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

ვიდეოდიალოგი თბილისის მერის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობდა. კახა კალაძე მოქალაქეთა შეკითხვებს თბილისის ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან და ჩუღურეთის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევისა და ისნის რაიონების გამგებლებთან ერთად პასუხობდა.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი