უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 თებერვალი, 2025 15:38
font-size

თანამშრომლობის შეჩერების საფუძველი საქართველოს მიერ ევროპული გზიდან გადახვევაა - გერმანიის განათლების მინისტრი

გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას "ქართული ოცნების" მიერ ევროპული გზიდან გადახვევის გამო აჩერებს, - ამის შესახებ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური მინისტრის, ჩემ ოზდემირის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს განათლების ე.წ. მინისტრს, ალექსანდრე წულაძეს გაუგზავნა. წერილი RND-მ მოიპოვა.

წერილის თანახმად, მინისტრს ასევე სურს მსგავსი მიდგომა ურჩიოს გერმანიის კვლევითი ორგანიზაციების ალიანსს და მის კოლეგებს ევროკავშირში.

"უკვე 2 თვეზე მეტია ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის თავისი ევროპული მომავლისთვის. მომიტინგეებს შორის ბევრი მეცნიერია, რომელიც მხარს უჭერს თავისუფალ მეცნიერებასა და ევროპულ ინტეგრაციას. აკადემიური თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ეს არის ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობის ფუძე. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მეთაურის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და საქართველოში აკადემიური თავისუფლების მზარდი შეზღუდვა ხელს უშლის ჩვენი თანამშრომლობის მიზნების განხორციელებას. ამიტომ, გადავწყვიტე შევაჩერო დაგეგმილი თანამშრომლობა თქვენს სამინისტროსთან", - წერს გერმანიის განათლების მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 თებერვალს, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი