უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 დეკემბერი, 2018 16:30
font-size

თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სამსახურმა ღამის რეიდები დაიწყო

ზამთრის სეზონზე გადასვლასთან დაკავშირებით თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი ძლიერდება.

როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსში აცხადებენ, 5 დეკემბერს თბილისში, მხოლოდ ერთ, აბაშიძის ქუჩაზე ორი, კაფე, “ანტრე” და „ლეგატო“ 500-500 ლარით დააჯარიმეს.

მათივე ინფორმაციით, დარღვევები ძირითადად იქ ფიქსირდება, სადაც ზაფხულში ღია სივრცე იყო, ზამთარში კი ცელოფნებით და მინებით შეფუთეს. ამ ტიპის დაწესებულებების ზოგიერთი მეპატრონე გაფრთხილების მიუხედავად კანონს არ იცავს. მათი მხრიდან დახურულ სივრცეში მოწევის წამახალისებლად აღიქმება მაგიდებზე სტუმრებისთვის განკუთვნილი საფერფლეების არსებობა.

თამბაქოს კონტროლის ალიანსში ასევე აღნიშნავენ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება 2018 წლის პირველი მაისიდან დაიწყო. მოწევა იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში. მოწევა დასაშვებია შენობაში, ან ვერანდაზე, რომელიც შესაძლოა, გადახურულია, მაგრამ კედლების 50%-ზე მეტი ღია აქვს. იმ სამასპინძლო დაწესებულებების უმრავლესობამ, რომელთაც სტუმრების მისაღები გარე, ღია, მაგრამ გადახურული სივრცეები აქვთ, გარე გამათბობლები დაამონტაჟა. სადაც გამათბობელები არ აქვთ, სივრცე ცელოფნებით ან მექანიკური მინებით შეფუთეს და ამის მიუხედავად, ზოგიერთ მათგანში ღია სივრცის პრინციპით მოქმედებენ.

„თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სამსახურმა ღამის რეიდები დაიწყო, რის შედეგადაც შეეცდება დამრღვევი „ლაუნჯი ბარები“, ღამის კლუბები და სხვა ამ ტიპის დაწესებულებები გამოავლინოს. მონიტორინგი ასევე გამკაცრდა საჯარო დაწესებულებებში, სადაც სამწუხაროდ, ზოგიერთი საჯარო მოხელისგან დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტები ფიქსირდება. დახურულ სივრცეში თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო დაწესებულება პირველ ჯერზე 500 ლარით, ყოველ განმეორებით შემთხვევაზე კი, 1000 ლარით ჯარიმდება. დაწესებულებას აჯარიმებს საპატრულო პოლიცია, რომელიც თამბაქოს კონტროლის აღმასრულებელია“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი