უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 მარტი, 2018 14:10
font-size

თამაზ ურთმელიძეს 1000-ლარიან ჯარიმას დაუბრუნებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ქონებრივ დეკლარაციაში დაშვებული შეცდომის გამო საჯარო სამსახურის ბიურომ 1000 ლარით დააჯარიმა.

ურთმელიძე ჯარიმას არ დაეთანხმება და საჯარო სამსახურის ბიუროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

ფაქტთან დაკავშირებით მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასამართლომ გაიზიარა მისი პოზიცია, რომელიც თანხვედრილია კანონპროექტის მიზნებთან და ბათილად ცნო საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 22 ნოემბრის #161 მიერ მიღებული განკარგულება ჩემი დაჯარიმების თაობაზე.

სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ბრძანების საფუძველზე 2017 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობდა სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი, რომელიც შერჩეული იყო დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ. 2017 წელს დეკლარაციების შემოწმება მოხდა ახალი წესით და დეკლარაციის შევსების და შემოწმების ახალი სტანდარტის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ იყო, რამაც გამოიწვია კიდეც ქონებრივი დეკლარაციების შევსების მოჭარბებული ხარვეზები, მაგ: საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემოწმდა საქართველოს პარლამენტის 14 წევრი და საქართველოს პარლამენტის ერთი თანამშრომელი - ჯამში 15 თანამდებობის პირი.

უარყოფითად შეფასდა 13 პირი (12 პარლამენტარი და ერთი საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი), სასამართლო ხელისუფლება - შემოწმდა 13 მოსამართლე. დაჯარიმდა 6. პრეზიდენტის ადმინისტრაცია - შემოწმდა 1 თანამდებობის პირი, დაჯარიმდა 1. მეც, სხვა ზემოთჩამოთვლილ თანამდებობის პირებთან ერთად მოვხვდი შესამოწმებელ დეკლარანტთა სიაში და ჩემი დეკლარაციაც, მსგავსად უმრავლესობისა შეფასდა უარყოფითად და დავჯარიმდი 1000 ლარით.

სწორედ იმიტომ, რომ დაჯარიმების დროს არ არსებობდა ჩემი უფლებების დაცვის სხვა ალტერნატიული საშუალება, გარდა სასამართლოსთვის მიმართვისა, ჩვენს მიერ მომზადდა ადმინისტრაციული სარჩელი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიღებული განკარგულების ბათილობის მოთხოვნით.

2018 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა, ჩემი ადმინისტრაციული სარჩელი საჯარო სამსახურის ბიუროს წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილობას, რომლითაც დავჯარიმდი 1000 ლარით ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო. მიუხედავად, იმისა, რომ მე თავიდანვე არ დავეთანხმე ჯარიმას, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, მაინც გადავიხადე ჯარიმა. მისასალმებელია, ის ფაქტიც რომ პალამენტის იურიდიულმა კომიტეტმა უკვე მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ამ ხარვეზებთან მიმართებით.

სასამართლოც გონივრული განსჯის შედეგად მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომელიც თანხვედრილია კანონპროექტის მიზნებთან და ბათილად ცნო საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 22 ნოემბრის #161 მიერ მიღებული განკარგულება ჩემი დაჯარიმების თაობაზე.

2017 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 287 დეკლარაციის მონიტორინგი ჩაატარა. აღმოჩენილი დარღვევებისთვის თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ასევე დეპუტატები - არჩილ თალაკვაძე, აკაკი ზოიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი დაჯარიმდნენ.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი