უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 ივნისი, 2025 15:24
font-size

თამაზ მთივლიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული, ხის დაფა, რომელიც თავში ჩაარტყეს 4-ად არის გატეხილი - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმის პროცესი გრძელდება - დღევანდელ სხდომაზე განსასჯელის სკამზე ზის სამი დაკავებული, რომლებსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე საქმის მძიმე გარემოებების შესახებ გახდა ცნობილი.

  • - გამოძების ინფორმაციით, 20 წლის ლუკა გვენეტაძე, 21 წლის ვერიკო კაპანაძე და 20 წლის საბა რობაქიძე სასტიკ დანაშაულს შეესწრნენ, თუმცა მომხდარის შესახებ არცერთ მათგანს არ შეუტყობინებია შესაბამისი ორგანოსთვის. როგორც ირკვევა, მათგან ორი ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სხდომაზე განაცხადა, დაბადების დღეზე მოკლული ახალგაზრდა ბიჭი, განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული - "ხის დაფა, რომელიც თავში ჩაარტყეს 4 ნაწილად არის გატეხილი"

სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს თავის და კიდურების არეში მძიმე დაზიანებების კვალი ჰქონდა. გამოძიების ვერსიითვე, ერთ-ერთმა დაკავებულმა მკვლელობის შემდეგ ინსცენირებაში მიიღო მონაწილეობა.

  • - დღეს მკვლელობის საქმეზე შესავალი სიტყვები მხოლოდ პროკურირმა წარმოთქვა. სამივე ბრალდებულის ადვოკატი დღევანდელი სხდომის გადადებას მოითხოვა. მათი შესავალი სიტყვა მომდევნო სხდომაზე იქნება.

"გიორგი პაპაშვილი გამეტებით სცემს თამაზ მთივლიშვილს, ამ ყველაფერს ეს ბრალდებულები ესწრებიან და არც ღონეს ხმარობენ, რომ მინიმუმ გააშველონ. ინსცენირებისთვის თითქოს თამაზ მთივლიშვილი წაიქცა, თავი დაარტყა და ამის შედეგად გარდაიცვალა, მას ტოვებენ ნიადაგზე და ქალბატონი ვერიკო ინსცენირების ფონზე აფარებს გადასაფარებელს თამაზ მთივლიშვილს. კეტავენ კარებს და მიდიან. მიდიან და იწყებენ ძებნას, როგორ დაატოვებინონ გიორგი პაპაშვილს და ბაირამ ალი გუსეინოვს საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია. და სხვადასხვა ადგილზე გადაადგილდებიან იმისთვის, რომ იშოვონ ფული. საბოლოოდ, გიორგი პაპაშვილი და ბაირამ ალი გუსეინოვი მიემართებიან სარფში, სადაც გამცილებლებად მიჰყვებიან ვერიკო კაპანაძე და საბა რობაქიძე. ისინი დაემშვიდობნენ ამ ორ ბრალდებულს, კეთილი სურვილებიც მიაყოლა ქალბატონმა ვერიკომ, მესიჯიც ისეთი გაუგზავნა, რომ აბა ბიჭებო თქვენ იცითო. ანონიმურ შეტყობინებას საბა რობაქიძე უგზავნის გიორგი პაპაშვილის დედას. ჩამოდის გიორგი პაპაშვილის დედა, აღებს კარებს და ხვდება გარდაცვლილი თამაზ მთივლიშვილი.

თამაზ მთივლიშვილის სხეულზე ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. იმდენად გამეტებით არის ნაცემი, რომ როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა საფეთქელზე აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება, ზემო და ქვემო კიდურებში აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება. შესაბამისად, განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული. ხის დაფა 4 ნაწილად არის გატეხილი, იმ დოზით აქვს თამაზ მთივლიშვილს დარტყმული თავში", - განაცხადა პროკურორმა.

ლევან ვეფხვაძის თქმით, მიმდინარეობს მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილის საექსტრადიციო პროცედურები და რუსეთზეა დამოკიდებული დააკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნას.

პროკურორის თქმითვე, წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული ძებნა მეორე ბრალდებულის, ბაირამ ალი გსეინოვის მიმართაც, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია მისი ადგილსამყოფელი.

  • საქმე ეხება ორთაჭალაში მომხდარ მკვლელობას. არსებული ინფორმაციით, 34 წლის გიორგი პაპაშვილმა 23 წლის თაზო მთივლიშვილი საკუთარ დაბადების დღეზე ცემით მოკლა.
  • საქმეში დევს ანგარიშსწორების ამსახველი უწყვეტი კადრები, რომლებიც გამოძიებამ ერთ-ერთი რესტორნიდან ამოიღო.
  • გიორგი პაპაშვილთან ერთად სამართალდამცველები ეძებდნენ 30 წლის ბაირამ ალი გუსეინოვსაც - მეშაურმეს, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, თაზო მთივლიშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს უყურებდა, თუმცა დანაშაული დაფარა და ქვეყანა სარფის გავლით მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან ერთად დატოვა.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი