სამართალი
თამაშის წესები ბევრად ადრე იყო დადგენილი, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა - ცესკოს წარმომადგენელი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, ,,პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი განიხილეს.
როგორც სარჩელის განხილვის შემდეგ ჟურნალისტებს ცესკო-ს კომისიის წარმომადგენელმა თენგიზ შარმანაშვილმა განუცხადა, მოსარჩელე მხარე ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ საარჩევნო კოდექსსა და კონსტიტუციას შორის არსებობს წინააღმდეგობა, თუმცა ეს არგუმენტებით ვერ გაამყარა.
,,მათი არგუმენტები არასამართლებრივი იყო და უფრო პოლიტიკურ მოტივებს ეხებოდა. კონსტიტუციის 50-ე მუხლი ზოგადად არ აწესრიგებს იმ წესებს, რა წესებით უნდა ტარდებოდეს არჩევნები და ნაწილდებოდეს მანდატები. 50-ე მუხლი ასეთი უფლების დელეგირებას ახდენს საარჩევნო კოდექსზე, რომელიც ამ საკითხს აწესრიგებს.
როგორ და რა წესით უნდა განაწილდეს მანდატები, ეს წერია ორგანულ კანონში. აღნიშნული თამაშის წესები ბევრად ადრე იყო დადგენილი, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა. ყველა მონაწილე მხარემ იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში მანდატები ასე გადანაწილდებოდა. ასე რომ, ვერავითარ პოლიტიკურ მოტივს ამაში მე ვერ ვხედავ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამ დროისთვის, მოსამართლე სათათბიროდ არის გასული.
შეგახსენებთ, ,,პატრიოტთა ალიანსმა“ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ის ნაწილი გაასაჩივრა, რომლითაც პარტიებს მანდატები მიენიჭა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიების 17 მანდატი პარალამენტში შესულ სამივე პარტიაზე უნდა გადანაწილდეს, რა შემთხვევაშიც ,,პატრიოტთა ალიანსს“ ექვსზე მეტი მანდატი ერგება.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


