პოლიტიკა
თამარ ხულორდავას თქმით, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ პირებს შესაძლოა, სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტში არსებულ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში შეყვანილ პირებს შესაძლო, სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ.
„რაც შეეხება სანქციებს და იმას, თუ რა დაბრკოლებებს შეუქმნის ეს [სია] ამ პირებს, ჩვენ ამ პირების მიმართ გარკვეულ ქმედებებს ახლაც ვახორციელებთ. მაგალითად, ოთხოზორიას შემთხვევაში მკვლელის მიმართ შესულია ძალაში განაჩენი, უბრალოდ ვერ ხერხდება მისი აღსრულება, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას, მაგრამ მის მიმართ საერთაშორისო ძებნა მიმდინარეობს. ჩვენ ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან. მათზე შეიძლება მოხდეს გარკვეული სავიზო შეზღუდვების დაწესება და ასევე სხვადასხვა ტიპის სანქცია შეიძლება იყოს გათავლისწინებული, რაზეც უნდა ვიმუშავოთ დამატებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად", - განაცხადა ხულორდავამ.
ხულორადავას განცხადებით, რეზოლუციაში განსაზღვრულია, რომ მთავრობაა პასუხისმგებელი სიის შედგენაზე, შესაბამისად, მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის უწყებას, რომელიც ამ სიაზე იმუშავებს, ეს შეიძლება იყოს პროკურატურა, რადგან საუბარია ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


