პოლიტიკა
თამარ ჟვანია პრემია - დანამატებზე: ამ ხნის მანძილზე გაწეული შრომისთვის ეს ჩვეულებრივი ზეგანაკვეთურია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ თამარ ჟვანიამ პირველი კომენტარი გააკეთა გაცემული ხელფასებისა და პრემია-დანამატების შესახებ.
„საარჩევნო პროცესი 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს ამ ხნის განმავლობაში გაწეული შრომისთვის ჩვეულებრივი ზეგანაკვეთურია, მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარე კი არა, ყველა ასე მუშაობს.
ეს ჩვეულებრივი საჯარო ინფორმაციაა. ჩემს დეკლარაციაშიცაა მითითებული. ყველაფერი კანონის ფარგლებშია მოქცეული. ამასთან დაკავშირებით, კომენტარი არაერთხელ გამიკეთებია. ვერ ვხვდები, ეს ახლა რატომ გახდა ახალი ამბავი“, - უთხრა ჟვანიამ Allnews.ge-ს.
„მონიტორინგის ცენტრ- მედიატორის“ ინფორმაციით, 2016 წელს ცესკოს თავჯდომარემ ანაზღაურების სახით 197.308 ლარი მიიღო. აქედან თანამდებობრივი სარგო 101 598 ლარს შეადგენს. ”მედაიტორის” ცნობით, თამარ ჟვანიამ პრემიის სახით 31 900 ლარი აიღო, მისმა დანატმა კი 63 810 ლარი შეადგინა.მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟვანიამ 2017 წლის 10 იანვრისთვის მიიღო პირველი პრემია 5.500 ლარის ოდენობით.
თამარ ჟვანია 2013 წლიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


