პოლიტიკა
თამარ ჟვანია არის ფავორიტი და ჩვენ არ ვართ მასთან სამართლიან გარემოში - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე
„თამარ ჟვანია არის ფავორიტი და ჩვენ არ ვართ მასთან სამართლიან გარემოში“,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ვლადიმერ ბოჟაძემ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ თამარ ჟვანია მოქმედი თავმჯდომარეა.
ბოჟაძის თქმით, ის დღეს ცესკო-ში გასაუბრებაზე ისაუბრებს იმ გამოწვევებსა და გეგმებზე, რაც ცესკო-ს წინაშე დგას.
„შანსების თანაბრობაზე ვერ ვისაუბრებთ. შეხვედრები გვაქვს ცესკო-ს წევრებთან, რომლებსაც გავაცნობთ ჩვენს გეგმებს. უფრო რთულია, გახდე ცესკო-ს წევრი, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარე. არანაირი სამართლებრივი პროცედურები არ არსებობს.
რაც შეეხება გეგმებს, ასიათასობით მოქალაქეს არ აქვს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს. მათ უნდა მიეცეთ საშუალება, ელექტრონულად მისცენ ხმა. ასევე პრობლემაა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაცია. ჩვენ შეგვიძლია მათი გადამზადება მოვახდინოთ", - განაცხადა ბოჟაძემ.
ცესკო დღევანდელ სხდომაზე, რომელიც 14:00 საათზე გაიმართება, ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს. ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მარიამ შელეგიას, თამარ ჟვანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


