უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ივნისი, 2018 14:25
font-size

თამარ ჩუგოშვილი: საქართველო იყო ქვეყანა, რომელმაც პირველმა გაუღო კარი ებრაულ სააგენტოს და ხელი შეუწყო დიდ ალიას საბჭოთა კავშირიდან

ისრაელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ქნესეთში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

თამარ ჩუგოშვილი იერუსალიმს ისრაელის სახელმწიფოს 70 წლისადმი მიძღვნილ, ამერიკის ებრაელთა კომიტეტის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ეწვია, თუმცა როგორც ისრაელთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვიზიტის ნაწილი ისრაელ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზე მოლაპარაკებებს დაუთმო.

პირველი შეხვედრა მან ქნესეთის ვიცე-სპიკერთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ხილიკ ბართან გამართა, სადაც აღინიშნა, რომ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები უმნიშვნელოვანესი რგოლია ორი ქვეყნის ურთიერთობებში და მის ფარგლებში თანამშრომლობა დღითიდღე ღრმავდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვედრები ჰქონდა, აგრეთვე, მმართველი პარტიის გავლენიან დეპუტატთან, დავიდ ბიტანთან, მმართველი კოალიციისა და პარტია „ქულანუს“ წევრ აქრამ ხასონთან, მთავრობის საგარეო ურთიერთობათა კურატორ მაიკლ ორენთან და მშენებლობის მინისტრის მოადგილე ჯეკი ლევისთან, ქნესეთში ახალი ფრაქციის ხელმძღვანელთან ორლი ლევისთან და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან. გადაწყდა, რომ ისრაელიდან საქართველოს ეწვევა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც ქართულ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით (ჰაი ტეკი, სამუშაო ვიზები, ეკონომიკა...) თანამშრომლობის გააქტიურებაზე იმუშავებს, ხოლო თამარ ჩუგოშვილი ივლისსში კვლავ ეწვევა ისრაელს, ქნესეთში მეგობართა ჯგუფების კონფერენციაში მონაწილეობისთვის. იგეგმება, აგრეთვე, ისრაელის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა, რომლის მზადებაშიც მონაწილეობას მიიღებენ ქნესეთის წევრი აქრამ ხასონი, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, საქართველოსა და ისრაელის საელჩოები და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილის შეხვედრებს ესწრებოდნენ ისრაელ საქართველოს ურთიერთობების ლობისტები, მათ შორის „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე 12 ივნისს თამარ ჩუგოშვილმა იერუსალიმში მონაწილეობა მიიღო ამერიკის ებრაელთა კომიტეტის საერთაშორისო ფორუმში, რომელსაც ესწრებოდა 3000 დელეგატი ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან. მათ შორის იყვნენ ისრაელის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ავსტრიის კანცლერი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები.

თამარ ჩუგოშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა საქართველოს როლზე დიდ ალიაში, ურთიერთობებზე ისრაელთან, მსოფლიო ებრაელობასა და აშშ-თან, საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მისი განვითარების გზაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა საბჭოთა კავშირში, რომელმაც კარი გაუღო მსოფლიო ებრაულ სააგენტოს (სოხნუთს) და ხელი შეუწყო დიდ ალიას საბჭოთა კავშირიდან.

თამარ ჩუგოშვილის მიმართვა იყო დასავლური ტიპის პოლიტიკოსის სიტყვა, ხოლო დარბაზში, სადაც ძირითადად, ამერიკელი ებრაელობა იყო, საქართველოს წარმომადგენლისადმი განსაკუთრებული სითბო იგრძნობოდა.

ქნესეთის წევრთა შეფასებით, ფორუმზე საქართველოს წარმომადგენლის შეხვედრები იყო ფრიად საინტერესო იყო, ვინაიდან ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ინტერესებსა და ურთიერთობებში ყველაზე აქტუალურ საკითხებზე.

ქნესეთის ვიცე-სპიკერის, ხილიკ ბარის თქმით, ეს ის იშვიათი შემთხვევაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, როდესაც საქმე გვაქვს საკითხებისადმი კონკრეტულ და რეალურ მიდგომებთან, რაც დასავლური პოლიტიკისთვისაა დამახასიათებელი.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვიზიტი წარმატებული იყო, ვინაიდან ისრაელში საქართველოს საელჩოსა და „ისრაელის სახლის“ ერთობლივი ძალისხმევით, მხარეებს შორის შუამავლების გარეშე, პირდაპირი დიალოგის გზით შედგა საქმიანი ურთიერთობა. ეს კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ისრაელ-საქართველოს სახელმწიფოებრივი კავშირების გაღრმავებისთვის.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი