უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 თებერვალი, 2017 13:55
font-size

თამარ ჩუგოშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვაშინგტონში 6-8 თებერვალს გამართული შეხვედრების შედეგად აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში საქართველოს, როგორც ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორს, ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს და ორმხრივი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, - აცნობეს მედიანიუსს პარლამენტიდან.

თამარ ჩუგოშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან თამარ ხულორდავასთან ერთად აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, 8 თებერვალს შეხვედრები გამართა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ წამყვან საპრეზიდენტო კანდიდატ სენატორ ტედ კრუზთან, რესპუბლიკელ სენატორებთან რონ ჯონსონთან, როჯერ ვიკერთან და ტომ კოტონთან, ასევე დემოკრატ სენატორებთან კრის მერფისთან და ჯეკ რიდთან. ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს დელეგაცია ასევე შეხვდა რესპუბლიკელ კონგრესმენებს სტივ ჩაბოს და მარკ მიდოუს.

სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში ქართველი პარლამენტარები საერთო ჯამში აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის 20-ზე მეტ კოლეგას შეხვდნენ.

ამერიკელი კანონმდებლების უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელების აუცილებლობა და საქართველოს მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი კოლეგები პოზიტიურ როლს შეასრულებენ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ლობირების კუთხით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეების განმავლობაში შესაძლებლობა მოგვეცა შევხვედროდით ძალიან ბევრ კონგრესმენს და სენატორს, მათაც, ვინც არიან გამოცდილი საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით და მათაც, ვინც არიან შედარებით ახლად არჩეულები. იყო ცალსახა მხარდაჭრა როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისგან. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტარატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა და ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გარღმავდება. კონგრესიც და სენატიც, ასევე, გარკვეულ პოზიტიურ როლს შეასრულებს ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს საკითხის ლობირების კუთხით, რაც ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, თებერვლის ბოლოს კონგრესის დელეგაცია ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის განმავლობაში კიდევ არაერთხელ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ კონგრესის და სენატის წარმომადგენლებს შევხვდეთ ჩვენს ქვეყნაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ურთიერთოებების გაღრმავებისთვის“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ყველა კონგრესმენი და სენატორი შეხვედრებზე ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ურთიერთობას აქვს ორმხრივად სასარგებლო მნიშვნელობა და ხაზს უსვამდნენ საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, როლს ამერიკისთვის.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი