უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 თებერვალი, 2017 11:20
font-size

თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი 6-8 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია. მასთან ერთად დელეგაციაში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა იმყოფება.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ანალიტიკურ ცენტრებში.

თამარ ჩუგოშვილი, ოცდაათამდე შეხვედრის ფარგლებში, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების, საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურების და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცების საკითხებს განიხილავს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ქვეყნის დეოკუპაციის და ასევე, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერა ვაშინგტონში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს განხილვის წამყვანი თემები იქნება.

ქართველი დეპუტატები ამერიკელ კოლეგებს საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

„ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ადმინისტრაციის პირობებში ორპარტიული მყარი მხარდაჭერის გაგრძელების უზრუნველსაყოფად, რომელსაც ჩვენი დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები წლების განმავლობაში უწევს საქართველოს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა გამგზავრების წინ თამარ ჩუგოშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი