უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 აგვისტო, 2025 19:14
font-size

თამარ ჩერგოლეიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია და ამიტომ მეც მეკუთვნის ამ ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდა - გიგა ბოკერია

"ფედერალისტების" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეხმიანება თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში არასრწულწლოვნების ფოტოს გამოყენებით კომენტარების გაკეთებას.

ბოკერიას თქმით, მასაც ეკუთვნის ამ ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდა.

"ორ საკითხს მინდა გამოვეხმაურო.

პირველი ეხება სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარს, მის წინააღმდეგ უხამსი ცილისწამების საპასუხოდ. ასეთი პასუხი ცალსახად დაუშვებელია.

სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით ბინძურ ბრალდებებს, მაგრამ ეს არანაირად ამართლებს თამარის რეაქციას.

მან მალევე მოუბოდიშა საზოგადოებას.

თამარ ჩერგოლეიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია და ამიტომ მეც მეკუთვნის ამ ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდა. ამ დაუშვებელი რეაქციის ანატომიის ახსნა არ ემსახურება მის გამართლებას - მხოლოდ სერიოზული შეცდომის მიზეზის განმარტებაა.

მეორე საკითხია ამ ინციდენტის გამოყენება ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული საჯარო ფიგურების მიერ.

აშკარაა, რომ მათ ეს ინციდენტი ხელსაყრელ საბაბად ჩათვალეს.

ნაციონალურ მოძრაობას უჭირს ნებისმიერი თანამშრომლობა, სადაც მათ პარტიას და მათ ლიდერს - პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს ცენტრალური ადგილი არ უკავია და სადაც ღიად აკრიტიკებენ მათი ლიდერის და სხვა ფიგურების უპასუხისმგებლო ნაბიჯებს თუ გამონათქვამებს. ამას თან ერთვის ამ პარტიის შიგნით არსებული ღრმა კრიზისი.

ფედერალისტები კი ყოველთვის აუცილებლად მივიჩნევდით და მივიჩნევთ, კრიტიკულად გამოვეხმაუროთ იმას, რაც ჩვენი აზრით, საპროტესტო მოძრაობას აზიანებს.

ამასთან ერთად, ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ თანამშრომლობას განსხვავებული შეხედულებების, ზოგჯერ კი განსხვავებული ფასეულობების მქონე პოლიტიკურ ძალებს შორისაც იმ საკითხებზე, რაც გვაერთიანებს. ასეთი ამოცანა იყო და არის ივანიშვილის რეჟიმის მიერ დადგმული, ე.წ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ფარსის დელეგიტიმაცია.

ამჟამად, ჩვენი პრიორიტეტი 13 სექტემბრის საპროტესტო აქცია და ამის შემდეგ საპროტესტო მოძრაობის გაფართოებაა, რაც ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებით უნდა დასრულდეს", - აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის პოსტზე გაკეთებულ მის მიმართ შეურაცხმყოფელ მიმართვებს, მათივე ავტორების ფეისბუკპროფილებიდან აღებული არასრულწლოვნების ფოტოების გამოყენებით უპასუხა. მოგვიანებით, თამარ ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა.

ინციდენტს გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და მოუწოდა 8 ოპოზიციურ პარტიას, თამარ ჩერგოლეიშვილს ფორმატი დაატოვებინონ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი