სამართალი
`სვეტის` ხელმძღვანელებს პატიმრობა შეეფარდათ
სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს და ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორ თორნიკე ჯანელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე კი, მოსამართლებს სთავაზობდა, რომ ბრალდებულების მიმართ გირაო გამოეყენებინა.
ცნობისთვის, სამშენებლო კომპანია "სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 ოქტომბერს დააკავა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოძიება დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაიწყო.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


