სამართალი
სვანეთში, 14 წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ომეხ აფრასიძის დედა დღეს პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს
სვანეთში, 14 წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ომეხ აფრასიძის დედა დღეს პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს.
აფრასიძეების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს პროტესტის მიზეზს.
მისი თქმით, მთავარ საგამოძიებო უწყებასთან შიმშილობის აქციის დაწყების პარალელურად დოდო აფრასიძე დღეს განცხადებას გააკეთებს.
როგორც დღეს დილით ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, დოდო აფრასიძეს მასთან ერთად, საგამოძიებო უწყებაში აფრასიძეების საქმეზე დასრულებული ხელახალი გამოძიების შედეგები უნდა გაეცნო, თუმცა ჯერჯერობით შეხვედრა არ შემდგარა.
ჭკადუას ინფორმაციით, გარდაცვლილების ცხედრებს გამოძიების ფარგლებში ექსჰუმაცია ჩაუტარდათ.
როგორც ადვოკატმა პირველ არხთან საუბარში განაცხადა, ექსპერტიზის დასკვნები უკვე მზადაა.
ირმა ჭკადუას განცხადებით, საქმეზე ხანდაზმულობის ვადა რამდენიმე თვეში იწურება და გარდაცვლილების ოჯახი დამნაშავეებისთვის ბრალის წარდგენის დაჩქარებას ითხოვს.
რაც შეეხება გამოძიების მიზანს, ირმა ჭკადუას თქმით, აფრასიძეების ოჯახი სპეცოპერაციაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და გიორგი ბარამიძის პასუხისმგებლობას აყენებს.
ცნობისათვის, 2004 წლის 24 მარტს სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა.
სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


