პოლიტიკა
სვანები მოითხოვენ სახელმწიფოსგან, გაერო-გან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომ აღიარონ მკვიდრ მოსახლეობად - ემზარ კვიციანი [ვიდეო]
დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, სვანები ითხოვენ სახელმწიფოსგან, გაერო-სგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარებას, რასაც უნდა მოჰყვეს ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონება საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ზემო და ქვემო სვანეთში მცხოვრები მოსახლეობისგან მიიღო წერილი, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წაიკითხა.
„სვანეთი და სვანები სულ ცოტა 55 საუკუნე ღირსეულად და ერთგულად მოჰყვება საქართველოს და ქართველი ერის მრავალათასწლოვან ისტორიას. მთელი თავისი უხანგრძლივესი ყოფიერების განმავლობაში სვანები და სვანეთი ყოველთვის იყო, არის და სამომავლოდაც იქნება ქართველი ერისა და საქართველოს სისხლხორცეული, შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. გამომდინარე აქედან, გამიზნულად ვუჭერთ მხარს სვანეთის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებასა და აღორძინებას. კონკრეტული დარგების დაწინაურების მიმართულებით. აუცილებელია სვანეთის ერთიან რეგიონად გაერთიანება. მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შეერთება და ძლიერი ადგილობრივი მმართველობის ჩამოყალიბება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირ დაქვემდებარებაში.
ვაცხადებთ, რომ სვანები წარმოვადგენთ ძირძველ, მკვიდრ, აბორიგენ, ავტოქტონურ მოსახლეობას. სვანეთში სვანებზე ყოველმხრივი უპირატესობისა და პრიორიტეტულობის ლეგიტიმური უფლებამოსილებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, გაერო-სგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარებას. შესაბამისად, მოხდეს ჩვენი ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონება. ასევე, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო კანონმდებლობით“, – აღნიშნულია წერილში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


