სამართალი
სუს-ს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ეწვივნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს 2015 წელს განხორციელებული რეფორმა გააცნეს, რომლის შედეგადაც შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შეხვედრაზე სუს-ის წარმომადგენლებმა აკადემიის მსმენელებს წარუდგინეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საკითხებს.
სუს-ის წარმომადგენლებმა აკადემიის მსმენელების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


