სამართალი
სუს-მა კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია - ადვოკატი
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.
ორგანიზაციის განმარტებით, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის მიერ „კვირის პალიტრასთან“ გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ ეს უწყება აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციას. საქმე ეხება ინტერვიუს, რომელშიც ჩიმაკაძემ ისაუბრა მაჩალიკაშვილის სახელზე ფიქსირებულ ფულად გზავნილებსა თუ სატელეფონო ზარზე, რომელიც განხორციელდა ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე.
„ინფორმაცია, რომელსაც აწვდიან საზოგადოებას, თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატები დიდი ხანია ვითხოვთ, სისხლის სამართლის მასალების გაცნობას, დაშვებას ამ მასალებზე, თუმცა სუს-ი და პროკურატურა არ გვაძლევს ამ შესაძლებლობას.
სუს-მა კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია. ინტერვიუში მითითებული არცერთი ინფორმაცია დამოუკიდებლად არ ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის რაიმე დანასაულებრივ ქმედებას“, -განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა.
გარდა ამისა, EMC მიმართავს მთავარ პროკურატურასაც, უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირების დასჯა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


