პოლიტიკა
სუს-ის წარმომადგენელმა ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართულ მორიგ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, _ აცნობეს მედიანიუსს სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახურიდან.
კახაბერ ქემოკლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ და ისაუბრა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე , რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში, საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით არსებობს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პირველ სამუშაო ჯგუფში , სადაც მისი მანდატით გათვალისწინებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარების მიმოხილვა.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


