სამართალი
სუს-ის ხელმძღვანელმა აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული პროგრამის ხელმძღვანელი მიიღო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს პროგრამის ახლად დანიშნულ დირექტორს მაიკ მაკმაჰონს შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და INL-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხზე და INL-ის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში სუს-ის წარმომადგენლების ჩართულობაზე ისაუბრეს.სუს-ის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს არაერთხელ მიეცათ შესძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ INL- ის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ პროფესიული შესაძლებლობის განვითარების ღონისძიებებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით INL-ის მიერ გაწეულ მხარდაჭერას.საუბარი შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აქტიური მხარდაჭერით, INL-ის პროგრამის ფარგლებში, წლების მანძილზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ქართულ სამართალდამცავ სფეროში. პროგრამის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარება დღესაც უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, რაც განსაკუთრებით დასაფასებელი და მნიშვნელოვანია ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მჭიდრო თანამშრომლობის და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების უზრუნველსაყოფად.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


