უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 დეკემბერი, 2016 12:30
font-size

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე როვშან მამედოვი, გამგებლის მრჩეველი მიწის საკითხებში ნოდარ ბულისკირია ( რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ეკონომიკური განვითარების, ქონების, გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა), გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკურ საკითხთა და ქონების მართვის კომისიის ყოფილი თავჯდომარე ვალერიან ივანიაშვილი,ამავე საკრებულოს ყოფილი წევრი ბაკურ ბადრიძე და ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა დაგაწვევის სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი ეკატერინე აფციაური.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2013 წლის 5 ივნისის ბრძანებით დაინიშნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისის წევრებად.

მათ 2014 წელს, ამ კომისიაში შესული მოქალაქეების განცხადებების განხილვისას არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და დაუდევარი დამოკიდებულების გამო სათანადოდ არ გამოიკვლიეს განცხადებებზე თანდართული დოკუმენტები, დაარღვიეს კანონი, რის შედეგადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუღანლოში, კრწანისში, მარტყოფსა და ნორიოში 7 მოქალაქეს უკანონოდ დაურეგისტრირეს 1,5 ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები,რითაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები დაირღვა.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი