სამართალი
სურთ საზოგადოებაში გააჩინონ ეჭვი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმთან არის კავშირში - მარიამ კუბლაშვილი
პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.
მაჩალიკაშვილი გომელაურის უწყებაში დღეს მესამედ იკითხება. მას დაკითხვაზე შესვლის წინ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, მაჩალიკაშვილის გამოკითხვა ფორმალურ ხასიათს ატარებს.
მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორიზმის მხარდაჭერისა და დაფინანსების საქმეზე გამოკითხავენ, რაც მისივე თქმით გაუგებარია, რადგან ამ საქმეზე გამოძიება უკვე დასრულდა და სასამართლომ განაჩენიც გამოაცხადა.
კუბლაშვილის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცდილობს საზოგადოებაში გააჩინოს აზრის, რომ მოკლული თემირლანმაჩალიკაშვილის მამა ტერორიზმთან კავშირშია.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


