უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 ივლისი, 2025 14:33
font-size

სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც - ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს! - ანდრო ჭიჭინაძე

რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც. ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს! - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის არ აპირებს შეწყალების მოთხოვნას და ბოდიშის მოხდას, რადგან ბრალდება, რაც მას და მასთან დაკავებულებს აქვთ წაყენებული, გამოგონილია.

„პირველ რიგში, მინდა გთხოვოთ [მოსამართლეს] დამასრულებინოთ, დიდი ხანი არ დამჭირდება და არც ამ თემას არ დავუბრუნდები…

ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც ინფორმაცია უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი იარაღია, ვიდრე თავად იარაღი. რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია და სურვილი, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც. სინამდვილეში, საკითხი დგას ასე: - ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს! ეს ბოდიში და შეწყალება შეუძლიათ შესთავაზონ იმ პოლიციელებს, რომლებიც რუსთაველზე დარბოდნენ….

მე არავის დასჯა და დაჭერა არ მინდა. რაც შეეხება ბრალდებას, ის არის მოგონილი. ის ვიდეოები, რაც აქვს პროკურატურას წარმოდგენილი, ინდივიდუალურად რომ გაგვერჩია, ამით არანაირი დანაშაული არ დგინდებოდა და მერე მოიგონეს ჯგუფურობა და ამით კი კიდევ უფრო შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში.

მე რომ ვინმე დამეზიანებინა, ამდენს ნამდვილად არ ვილაპარაკებდი.

მე არ უარვყოფ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არც იმ ქმედებას, რაც ჩანს - იქ ჩანს, რომ ამ ქმედებით არავის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანი მგონია, რომ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია დღევანდელ დროში გადავამოწმოთ, იმიტომ, რომ რელიგიას შეუძლია თავისუფლება მოგვართვას ან წაგვართვას, ასე შეუძლია ინფორმაციასაც. ინფორმაციის გადამოწმება კიდევ შესაძლებელია“, -განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

აღსანიშნავია, რომ ანდრო ჭიჭინაძის პოზიცია სხვა ბრალდებულებმაც გაიზიარეს. როგორც მათ აღნიშნეს, ბოდიშის მოხდის და შეწყალებისთვის მიმართვის საჭიროება და აუცილებლობა არც მათ აქვთ, რადგან წაყენებული ბრალით არანაირი დანაშაული არ უდგინდებათ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი