პოლიტიკა
სულ ცოტა ხანში აშშ-სთან კიდევ ახალი პერსპექტივები გაიხსნება - გიორგი კვირიკაშვილი
ამერიკელი კონგრესმენების საქართველოსადმი მხარდამჭერი წერილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის თავზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, კონგრესმენებმა პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილში კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს მხარდაჭერას.
"ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა. აშშ არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, გვაქვს თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით, გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი, სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმაა კიდევ ერთხელ ამ ურთიერთობის მნიშვნელობის. ვფიქრობ, სულ ცოტა ხანში აშშ-სთან კიდევ ახალი პერსპექტივები გაიხსნება. დარწმუნებული ვარ, აშშ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს მომავალი 25 წლის განვითარების პერსპექტივაშიც“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისათვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, 2017 წლის 2 მაისს საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა.
წერილში, რომლის ქართულ თარგმანს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, აღნიშნულია, რომ 25 წლის მანძილზე საქართველომ განაგრძო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.
„საქართველოს მიღწევები კიდევ უფრო დასაფასებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე. რუსეთის ჯარი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირება მოახდინა. რუსეთის ჯარი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას, და ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მომიჯნავე ტერიტორიებზე ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს, ასევე ახორციელებს ადამიანთა გატაცებას,“- აღნიშნულია წერილში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


