უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 აპრილი, 2019 16:25
font-size

სტუ-ში საერთაშორისო პროექტ HERITAG-ის და HERITAG-CulturWB-ის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, შედგა ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული საერთაშორისო პროექტ HERITAG-ისა და მისი პარტნიორი CulturWB-ის პროექტის ერთობლივი ფინალური განხილვა. პროექტი სამი წელია მიმდინარეობს და უკვე დასრულდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა შედეგები და სამუშაო, რაც უნივერსიტეტმა პროექტის ფარგლებში განახორციელა.

„ჩვენ მოხარულები ვართ რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული საერთაშორისო HERITAG პროექტის ფინალურ შეხვედრას. პროექტი მიზნად ისახავს გეოსივრცული ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას, ამ სფეროში მეტი განათლებისა და ტრენინგის საჭიროებას. ასევე, ამ მიმართულებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის დარგების შესაძლებლობათა გაძლიერებას, რაც მეტად აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა ოთარ ზუმბურიძემ.

პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. საქართველოში პროექტ HERITAG-ის პარტნიორები არიან: საქართველოს ტექნიკური, ილიას და ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტები, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ და კომპანია „გეოგრაფიკი“.

პროექტის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით პროექტის მართვას ახორციელებს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი.

ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული პროექტი HERITAG-ი - „უმაღლესი განათლების ინტერდისციპლინარული რეფორმა ტურიზმის მართვისა და გამოყენებითი გეოინფორმატიკის სასწავლო პროგრამებში“ (HERITAG - Higher Education interdisciplinary Reform in Tourism management and Applied Geoinformation curricula) - ეხება გეოსივრცული ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას, ამ სფეროში მეტი განათლებისა და ტრენინგის საჭიროებას, ასევე, ამ მიმართულებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის დარგების შესაძლებლობათა გაძლიერებას.

პროექტი HERITAG-ი საქართველოსა და სომხეთში ოთხ ევროპელ პარტნიორთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის კოორდინატორია ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი).

„პროექტის ფარგლებში რამდენიმე ტიპის სხვადასხვა სილაბუსი და მასალები მომზადდა. შევიძინეთ სკანერი, რომელის მეშვეობითაც უკვე შეგვიძლია ვნახოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები სამ განზომილებაში. გარდა ამისა, ვალენსიისა და სალონიკის უნივერსიტეტებთან ერთად, ჩვენ შევიმუშავეთ სხვადასხვა პროგრამა და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევქმენით სასწავლო კურსი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მთავარია ის, რომ პროექტი მიმართულია, რათა სამი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეძლონ ერთმანეთთან ამ პროგრამით დაკავშირება და მეტი დეტალების ერთმანეთში გარკვევა. არის მოლოდინი, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ამჯერად, ძირითადად, გაცვლით პროგრამებზე იქნება ორიენტირებული. ეს იქნება ტექნიკური უნივერსიტეტის და ვალენსიის უნივერსიტეტის სტუდენტების გაცვლითი პროექტი“, - განაცხადა საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ხურციძემ.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი