უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 სექტემბერი, 2018 12:40
font-size

სწორედ ესაა ჩემი პრობლემა,რომ მე ვერ ვღალატობ და არ ვუღალატებ ქართველ ხალხს, წესიერებას და კანონს - ზაზა ოქუაშვილი (ვიდეო)

,,ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზაზა ოქუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ირაკლი კობახიძემ ფარულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ,,როდესაც ოქუაშვილი ლაპარაკობს, ის პრაქტიკულად საკუთარ დანაშაულზე საუბრობს".

,,პარლამენტის თავმჯდომარე ნამდვილად არ არის იმ სიაში, ვისაც პასუხის გაცემა მოუწევს ინგლისის სასამართლოში. ამიტომ ის, შესაძლოა ჩამორჩა მოვლენებს, ან არ იცნობს კარგად ამ ისტორიებს, რომლებიც იკრიბება ბოლო დროს, ამიტომ, შეიძლება ასეთი მცდარი აზრი ჰქონდეს.

რაც შეეხება ჩემზე გაკეთებულ განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ჩემი პრობლემა, რომ ვერ ვღალატობ და არ ვუღალატებ ქართველ ხალხს, არ ვუღალატებ წესიერებას და კანონს. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ არ გადავეცი მათ პარტიას 75 %, ,,ოცნების" პარტიაზე მაქვს საუბარი . ამიტომაც დღეს მივიღე ის, რომ 100% თვითონ წაიღეს, კი ბატონო. არ გვამუშავებენ, არ ამუშავებენ ჩვენს 1500 ადამიანს. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ არ გადავეცი, არ მივეცი ქრთამი და ვებრძოდი გამოძალვას ბოლო ძალებით, რისი საშუალებაც საქართველოში შეიძლებოდა მქონოდა.

პარლამენტის თავმჯდომარე რომ გაცნობოდა ამას, ალბათ ასე არ ისაუბრებდა. სხვა შემთხვევაში მისი საუბარი და მისი მხრიდან ასეთი აგრესიის გამოხატვა გამოდის არგუმენტის გარეშე", - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი