პოლიტიკა
სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს მეზობლებთან არ შეიძლება იყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის საბაბი - ,,თავისუფალი დემოკრატები’’ და რესპუბლიკელები
„თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ოპოზიციონერი აქტივისტის, აფგან მუხთარლის გატაცების და ბაქოში დაპატიმრების ფაქტს, ასევე დემირელის კოლეჯის პედაგოგის, ემრე ჩაბუქის დაკავებას და წინასწარ პატიმრობაში ყოფნას.
,,ძალიან კარგად გვესმის და ვაცნობიერებთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის აზერბაიჯანსა და თურქეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. იმავდროულად, მიგვაჩნია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს მეზობლებთან არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს და არც შეიძლება გულისხმობდეს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი პიროვნების ღირსებისა და უსაფრთხოების ხელყოფას. სტრატეგიული პარტნიორობა არ შეიძლება იყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის არც მიზეზი და არც საბაბი.
ამ თვალსაზრისით, როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ისე თურქი პედაგოგის შემთხვევა არის უაღრესად საგანგაშო და აღმაშფოთებელი პრეცედენტი. აქ ორში ერთია: ან საქმე გვაქვს უკიდურეს არაკომპეტენტურობასა და დანაშაულებრივ გულგრილობასთან საქართველოს სახელისუფლო უწყებების მხრიდან, ან სრულიად შეგნებულ ქმედებებთან, რაც ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც სისტემური დანაშაული.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „თავისუფალი დამოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ მოვითხოვთ:
ა) საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილმა პირებმა გააკეთონ საჯარო განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ბაქოში პასპორტისა და პირადობის მოწმობის გარეშე.
ბ) საქართველოს პრემიერმინისტრმა პირადად უზრუნველყოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატისა და ოჯახის წევრების განცხადებაში გამოთქმული ბრალდებების შემოწმება და თუ დადასტურდება ამ საქმეში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობა, გაატაროს შესაბამისი ზომები დანაშაულის მონაწილეთა სამსახურიდან გათავისუფლებისა და დაპატიმრების ჩათვლით.
გ) გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან დემირელის კოლეჯის პედაგოგი ემრე ჩაბუქი და მისი თურქეთში ექსტრადიციის მოთხოვნაზე პასუხი გაიცეს მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ასევე, თურქეთის ხელისუფლების მხრიდან პედაგოგის დანაშაულებრივი საქმიანობის დამამტკიცებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. იმავდროულად, რამდენადაც არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს პოლიტკური მოტივით დევნასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვა მოხდეს საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების მონაწილეობით’’, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


