პოლიტიკა
სტრასბურგში როდესაც მიდის ხოლმე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასამოწმებლად, ყოველ ჯერზე დგინდება, რომ ქართული მართლმსაჯულება არის სამართლიანი - ირაკლი კობახიძე
ყველას მოვუწოდებ, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე აკეთონ პოლიტიკური კომენტარები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ სასამართლოს.
„ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ სასამართლოს. ყველას კარგად მოეხსენება, რომ როდესაც სტრასბურგში მიდის ხოლმე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასამოწმებლად, ყოველ ჯერზე დგინდება, რომ ქართული მართლმსაჯულება არის სამართლიანი. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე აკეთონ პოლიტიკური კომენტარები ასეთ საქმეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


