უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 ივლისი, 2017 18:30
font-size

სტრასბურგის სასამართლოში „თალიკო თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სარჩელში მოპასუხე მხარე იუსტიციის სამინისტრო იქნება

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „თალიკო თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სარჩელში მოპასუხე მხარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იქნება.

ამის შესახებ მედიას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ გამომდინარე ამ გარემოებიდან ის ამ ეტაპზე დაწვრილებით კომენტარისგან თავს შეიკავებს.

„ზოგადად, ვფიქრობ, რომ საქართველომ გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი წინ, როდესაც რატიფიკაცია გააკეთა სტამბულის კონვენციის,რომელიც ქალის მიმართ ძალადობის ბრძოლაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი და ეს არ ეხება ქალის მიმართ ძალადობას მხოლოდ ოჯახში. ეს ეხება ქალის მიერ ძალადობას ნებისმიერ გარემოში, მათ შრის სამსახურში. რაკი საჩვარი არის შესული ამ კონკრეტულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში, იუსტიციის სამინისტრო იქნება მოპასუხე მხარე, ამიტომ წინასწარ კომენტარისგან თავს შევიკავებ“,-აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში „თალიკო თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქმე მიიღო.

საქმე ეხება 2014 წელს ილიას სახელობის უნივერსიტეტში მომხდარ მკვლეობას.

2014 წლის 17 ოქტომბერს, ლექტორი მაკა წივწივაძე ყოფილმა ქმარმა უნივერსიტეტში მოკლა.

მოკლულის ოჯახის წევრების სარჩელში ნათქვამია, რომ მომხდარ ტრაგედიამდე წივწივაძემ სამართალდამცავ ორგანოებს დაცვის თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმა პოლიციამ მისი უსარფთხოების უზრუნველყოფა ვერ შეძლო.

სარჩელში გარდაცვლილის იოჯახი მორალური ზიანის ანაზღაურების გარდა, იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს, რომლებმაც მაკა წივწივაძის საჩივრებზე რეაგირება არ მოახდინა.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი