უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 აპრილი, 2018 12:10
font-size

სტრასბურგის სასამართლოს რეფორმირების პროცესის შესახებ მოსაზრებებს იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო კონფერენციას წარუდგენს

იუსტიციის მინისტრი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც დანიაში იმართება. ფორუმის თემა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებია და მას ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიშელ ნიკოლეტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, ასევე, ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების უმაღლესი პირები ესწრებიან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანობაში, საერთაშორისო კონფერენციაში 22 ქვეყნის მინისტრი მონაწილეობს. მათ შორისაა ფინეთის, საფრანგეთის, ისლანდიის, გერმანიის, ლუქსემბურგის და სხვა ქვეყნის იუსტიციის მინისტრები.

როგფორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, კონფერენციის მიზანი სტრასბურგის სასამართლოს და მისი ეფექტურობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობაა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამ საკითხზე საქართველოს ხედვას წარადგენს. სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვის არსებული მექანიზმის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მისი გაძლიერება; დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები სტრასბურგის სასამართლოში დაგროვილი საქმეების დროულად განხილვისათვის; განსახილველ საქმეში მესამე მხარედ ჩართვის მოქნილი მექანიზმის შემუშავება იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა მარტივად და სწრაფად შეძლონ მათთვის მნიშვნელოვან საქმეებში დროულად ჩართვა; სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურის დახვეწა ევროპის საბჭოში, სახელმწიფოთა უკეთესი თანამშრომლობა ექსტრადიციის პროცესში იმ საქმეებზე, რომლებზეც დარღვევის გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი − ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც ისაუბრებს იუსტიციის მინისტრი.

კოპენჰაგენის კონფერენციის ფარგლებში იქნება მიღებული „კოპენჰაგენის დეკლარაცია“, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის რეფორმის გაგრძელებაა. რეფორმირების პროცესი 2010 წელს ინტერლაკენში (შვეიცარია) დაიწყო და მას შემდეგ მაღალი დონის კონფერენციები რეფორმირების პროცესზე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აქტიურად იყო ჩართული კოპენჰაგენის დეკლარაციის ტექსტზე მუშაობის პროცესში და დოკუმენტში ჩვენი ქვეყნის მხრიდან არაერთი ინიციატივაა ასახული. მათ შორისაა: სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვის არსებული მოდელის გაძლიერება; სახელმწიფოების თანამშრომლობის გაძლიერება სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულების მიზნით; სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; სტრასბურგის სასამართლოს მიერ წევრი სახელმწიფოების შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებების პატივისცემის საკითხი და სხვ. აღსანიშნავია, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან საქართველოს ეფექტური კოორდინაციის შედეგად დეკლარაციის პირვანდელი ტექსტიდან ამოღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ინიციატივა სახელმწიფოთაშორისი დავების განსახილველად სპეციალური ორგანოს შექმნის თაობაზე, რაც დაასუსტებდა სტრასბურგის სასამართლოს როლს და შესაძლოა, გავლენა მოეხდინა საქართველოს მიერ ინიცირებული რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე 2 სახელმწიფოთაშორის დავაზე.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი