პოლიტიკა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გარკვეული გაკვირვება და კითხვები გამოიწვია საერთაშორისო უწყებებში - თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, იმ მუხლების მიხედვით შეჩერების მექანიზმის აღსრულების პრაქტიკა ევროსასამართლოს პრაქტიკაში არ ყოფილა.
„სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე არ მიუღია. ანუ კონკრეტულად ამ მუხლებთან დაკავშირებით შეჩერების მექანიზმი აქამდე გამოყენებული არ ყოფილა. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია, მათ შორის საერთაშორისო პირებსა და საერთაშორისო სხვადასხვა უწყებაშიც. მე მქონდა ამის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პირს გავსაუბრებოდი. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან ეს არის სასამართლო, არის ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე სასამართლო. ჩვენ სრული პატივისცემა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ, შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრს“, - თქვა ჩუგოშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


