უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 ივლისი, 2018 14:05
font-size

სტრასბურგის სასამართლომ 2004 წელს გულნარა სარიშვილი-ბოლქვაძის შვილის გარდაცვალების ფაქტზე ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა

2018 წლის 19 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ − გადაწყვეტილება გამოიტანა და 2004 წელს მომჩივან გულნარა სარიშვილი-ბოლქვაძის შვილის გარდაცვალების ფაქტზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქრათველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

,,ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ სახელმწიფოს მიერ შესაბამისი მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტურად ფუნქციონირების ვერუზრუნველყოფისა და სამოქალაქო სამართალწარმოებაში კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების გამო დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ექიმებს არ გააჩნდათ სათანადო ლიცენზიები და რომ საავადმყოფო ახორციელებდა სხვადასხვა სამედიცინო საქმიანობას აუცილებელი ნებართვების გარეშე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა დაცული პაციენტის უსაფრთხოება. შესაბამისად, არ მოხდა კონვენციით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების შესრულება − მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტური ფუნქციონირება.

აღნიშნულ საქმეზე განხორციელებული გამოძიებისგან განსხვავებით, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება არ იყო კონვენციის მოთხოვნების შესაბამისი, ვინაიდან შიდასამართლებრივი სისტემა არ იძლეოდა საშუალებას, სამედიცინო დაუდევრობით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებში, გარდაცვლილი მსხვერპლის ახლო ნათესავებს მოეთხოვათ მორალური ზიანი.

აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ მიუთითა ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობის შესახებ.

2004 წელს მომჩივნის შვილი გ.ბ. ტრავმული დაზიანებების ინტენსიური მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში. ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ მისი მკურნალობისას დაშვებული იყო საექიმო შეცდომა. საქმესთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე მიმდინარეობდა როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართალწარმოება“, -ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი