სამართალი
სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვას იწყებს
სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ექსპრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვას იწყებს.
17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა საქმეს ზეპირი მოსმენით განიხილავს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, მერაბიშვილის ინტერესებს კი, ადვოკატი ოთარ კახიძე იცავს.
ცნობისათვის: საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მაშინ 7 მოსამართლისგან შემდგარმა სექციამ მერაბიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ კი, ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მერაბიშვილის პატიმრობა კანონიერი იყო, მაგრამ კითხვის ნიშანი მისი საკნიდან სავარუდო გაყვანის (2013 წლის 14 დეკემბერი) გამო გაჩნდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


