სამართალი
სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით `ომეგა ჯგუფის` ქონების აუქციონზე გაყიდვის პროცესი შეჩერებულია
სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება აეკრძალა, რის საფუძველზეც „ომეგა ჯგუფში“ შემავალ თამბაქოს მწარმოებელ შპს „ოჯთ“-ის მთლიანი ქონება აუქციონზე უნდა გაყიდულიყო.
მთავარი არგუმენტი, რომელსაც შვედი მოსამართლეები დაეყრდნენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენის ზაზა ოქუაშვილის დევნის ფაქტია.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ომეგა ჯგუფისა“ და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ მმართველობის ყველა ფორმალური სახელისუფლებო განშტოებისა და არაფორმალური მმართველობის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეტევა ხორციელდებოდა.
„სექტემბრიდან საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რა წნეხისა და მრავალმხრივი უკანონო შეტევების პირობებში უწევს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობა. „ომეგა ჯგუფისა“ და მისი მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ მმართველობის ყველა ფორმალური სახელისუფლებო განშტოებისა და არაფორმალური მმართველობის მხრიდან ხორციელდებოდა ფართომასშტაბიანი შეტევა.
ამგვარი უკანონო მოქმედებების მიზანი დასაწყისიდანვე იყო ზაზა ოქუაშვილის ბიზნესისა და მის მფლობელობაში არსებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერიას“ დაუფლება სახელისუფლებო ძალადობის გზით.
პირადი ანგარიშსწორების რეალური საფრთხის მიუხედავად, ზაზა ოქუაშვილმა კორუფციასა და გამოძალვაში ამხილა საქართველოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები. სრული კრახით დასრულდა მმართველი პარტიის მხრიდან ზაზა ოქუაშვილის დეკლარირებული მხარდაჭერის იძულების მცდელობა. ამის მიუხედავად, კვლავ გრძელდებოდა მიზანმიმართული უკანონო შეტევა ზაზა ოქუაშვილსა და „ომეგა ჯგუფზე“, – აცხადებენ „ომეგა ჯგუფში“.
მათივე თქმით, დღემდე პარალიზებულია საწარმო, მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს ტელეკომპანია „იბერიას“ და 1 500-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა.
კომპანიის ხელოვნურად გაჩერება არ აღმოჩნდა საკმარისი: 2019 წლის 22 თებერვალს კომპანიამ მიიღო შეტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროდან. მათ წერილით ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ოჯთ“-ის მთლიანი ქონება გაიყიდებოდა აუქციონზე.
მიმდინარე წლის 22 მარტს, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა მიმართა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს შუამდგომლობით, რომ შეჩერებულიყო ქართული სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.
ზაზა ოქუაშვილის ინტერესებს იცავდა ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი იურიდიული კომპანია, ხოლო მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც ფრანგული საადვოკატი კომპანია დაიქირავა და სოლიდური ხარჯიც გაწია ფრანგი ადვოკატებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან.
ზაზა ოქუაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო დავა მოუგო. სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლოს საგანგებო მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას აეკრძალა საქართველოს სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე, საქართველოს მხარეს დაეკისრა საერთაშორისო სასამართლოს ბაჟის, იურიდიული ხარჯისა და მათზე ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსის მიხედვით დარიცხული 2%-იანი სარგებლის კომპენსაცია ზაზა ოქუაშვილის სასარგებლოდ.
სტოკჰოლმის საგანგებო არბიტრაჟის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა საქართველოსთვის.
ზაზა ოქუაშვილი "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ხელისუფლება მისი ბიზნესის ხელში ჩაგდების ბოლო ეტაპზე გადავიდა და წლობით ნაშენები ქარხნების აუქციონზე გაყიდვა უნდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


