საზოგადოება
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.
STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა, მონაწილეობა კი თითოეული სკოლის VII-XI კლასის ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა 800-ზე მეტმა გუნდმა მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცემა.
ოლიმპიადა ორ ტურად იმართება:
- -თეორიული ტურის ფარგლებში, თითოეული სკოლის გუნდიდან სამი მოსწავლე მათემატიკის, ორი კი ფიზიკის ტესტს წერს. შედეგად, საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა ფინალურ ტურში ასპარეზობს;
- -ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ STEM დავალებების ამოხსნაზე.
ამასთან, ფინალურ ტურში გადასული გუნდების მენტორები სპეციალური გადამზადების კურსს გადიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები უძღვებიან.
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 300-ზე მეტი სკოლის, 1500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


