პოლიტიკა
სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით საქართველოს 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე, მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს, ამაზე უნდა გასცეს შესაბამისმა სახელმწიფომ პასუხი - ირაკლი კობახიძე
რომ ავიღოთ, მაგალითად პოლონეთის სტატისტიკა, დაახლოებით საქართველოს 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების განცხადებას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას.
„აქ სტატისტიკაა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. როდესაც 33 000-ზე მეტი მოქალაქე შემოდის ქვეყანაში და აქედან მხოლოდ 16-ს ეთქმება უარი, ეს ხომ ყველაფერს თავისთავად ცხადჰყოფს. პირიქით რომ ავიღოთ, მაგალითად პოლონეთის სტატისტიკა, დაახლოებით საქართველოს 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე. ხომ ყველაფერი ნათელია. ყველაფერი არის აბსოლუტურად ცხადი. არავითარ აქციებში არ მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები, როდესაც მათ უთხრეს უარი პოლონეთში შესვლაზე.
რაც შეეხება აქციებში მონაწილეობას, ეს რომ არის ერთ-ერთ საკითხად გამოტანილი ამ განცხადებებში, ეს არის გაუგებარი. რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს, ამაზე უნდა გასცეს შესაბამისმა სახელმწიფომ პასუხი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტატისტიკა რომ ავიღოთ, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული და მეორე მხრივ, პოლონეთის, საფრანგეთის, სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან დაკავშირებული, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი, როგორია ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს სტუმრების მიმართ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ამას ცხადჰყოფს სტატისტიკა და როგორია ქართველების მიმართ დამოკიდებულება შესაბამის ქვეყნებში, მათ შორის, პოლონეთში და საფრანგეთში, ამასაც ცხადჰყოფს შესაბამისი სტატისტიკა. მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას. ჩვენ ეს არავისგან არ გვესწავლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


