კომენტარი
სრულიად უტიფარ განცხადებას ვისმენთ - ოთარ კახიძე ეკა ბესელიას პასუხობს
,,ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება.
ოთარ კახიძის თქმით, ეკა ბესელია გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ ვერც სერგი კაპანაძე და ვერც „ევროპული საქართველოს“ სხვა წევრები კომიტეტის სხდომას ვერ დაესწრებოდნენ.
კახიძე ამბობს, რომ ეკა ბესელიას განცხადება, თითქოს ხორავას ქუჩის საქმეზე შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა ევროპული საქართველოს წევრების კომიტეტზე არმისვლის გამო ჩაიშალა, უტიფრობაა.
„სრულიად უტიფარ განცხადებას ვისმენთ მისი მხრიდან. მაშინ, როდესაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალურად იყო გაფრთხილებული ჩვენი მხრიდან, რომ ამ საკითხის მომხსენებელი სერგი კაპანაძე საქართველოში არ იმყოფებოდა და შესაბამისად, ბუნებრივია ამ დროს ხდება საკითხის გადადება. ახლა რაღაც განცხადებას აკეთებს თითქოს, ახლა გული ეწვით როგორმე სასწრაფოდ განიხილონ ეს საქმე, როდესაც წელიწადზე მეტია გასული და ნაბიჯი არ გადაუდგამს ხელისუფლებას ამ საკითხის მოსაგვარებლად,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი სერგი კაპანაძე, საქართველოში რომ ყოფილიყო, "ევროპული საქართველო" კომიტეტის სხდომას მაინც ვერ დაესწრებოდა, ვინაიდან დღეს ნიკა რურუას დაკრძალვაა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


