სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ დადგენილების განხილვა კომიტეტში სერგი კაპანაძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების დადგენილების განხილვა მომხსენებლის, სერგი კაპანაძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, აღნიშნული საკითხის განხილვა კომიტეტმა პირველ საკითხად დააყენა, თუმცა მომხსენებელი საქართველოში არ იმყოფება, ხოლო სხვა მომხსენებელი კომიტეტზე არ მივიდა, შესაბამისად, საკითხის განხილვა დღეს ვერ მოხდა.
„ბიუროს სხდომაზე ორჯერ დადგა „ევროპული საქართველოს“ მხრიდან მოთხოვნა, რომ განგვეხილა დადგენილების საკითხი, ხოლო შემდეგ კომიტეტის სხდომაზე საკმაოდ არასასიამოვნო კამათი იყო, რომლითაც ითხოვდნენ კახიძე და ჩვენი სხვა კოლეგები ამ საკითხის ფორსირებულ რეჟიმში განხილვას. ვაცნობეთ მათ დროულად, რომ მომხსენებელი გამოცხადებულიყო, თუმცა როგორც გვითხრეს, ვერ შეძლეს ამ საკითხის წარმოდგენა, რადგან სერგი კაპანაძე არ გახლავთ საქართველოში, თუმცა შესაძლებელი იყო სხვა მომხსენებლის დანიშვნა, რეგლამენტი ამის საშუალებას იძლევა. თუ არის ინტერესი, რომ უფრო სწრაფად განხილულიყო, ვიდრე ბიურომ განსაზღვრა. ამ საკითხზე ხაზგასმით იმიტომ ვსაუბრობ, რომ მუდმივად გვიწევდა იმის ახსნა, რომ რამდენიმე დღე იყო საჭირო კომიტეტზე საკითხის მოსამზადებლად. ახლა უკვე როცა ვამბობთ, რომ მზად ვართ განსახილველად, ვერ ვხედავთ მომხსენებელს. ორი კვირაა მათი წარმომადგენლები სასესიო სხდომებს არ ესწრებიან, ვერ გეტყვით, ეს რითია განპირობებული, მაგრამ საკითხისადმი ინტერესი თუ არსებობს, შეიძლებოდა რომელიმე მომხსენებელი გამოცხადებულიყო სხდომაზე, რადგან პროცედურა ამის შესაძლებლობას იძლევა. კარგი იქნება, თუ საკითხი არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური ნიშნით. იმედია, ამ საკითხზე შემდეგში აღარ მოვისმენთ დემაგოგიურ განცხადებებს, რომ კომიტეტი არ განიხილავს ამ საკითხს. ხაზგასმით ვამბობ, რომ კომიტეტი მზად იყო საკითხის განსახილველად, თუმცა მომხსენებელი არ გამოცხადდა მის განსახილველად“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


