პოლიტიკა
სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა წინა მოწვევის პარლამენტში დავაყენეთ - ირაკლი სესიაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერენ.
სესიაშვილის თქმით, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები წინა მოწვევის პარლამენტში გამოდიოდნენ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მოთხოვნით.
„ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა საზოგადოებას მოდელი, რომელიც ჩვენ 2020 წლიდან უნდა გადავსულიყავით მთლიან პროპორციულ არჩევნებზე, რასაც, სამწუხაროდ, მხარი არ დაუჭირეს არც მაშინდელმა უმცირესობამ, არც პარლამენტში დარჩენილმა პოლიტიკურმა ძალებმა, ამიტომ დღეს კვლავაც აქტუალურია ეს თემა და მიმდინარეობს მსჯელობა. თქვენ კარგად გესმით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდება 113 ხმა, თუმცა მაჟორიტარებს თავისი პოზიცია აქვთ და ეს ბუნებრივია, ამიტომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არაა“, - განუცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებული სხდომის დაწყების წინ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


