პოლიტიკა
სპორტსმენებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, თუმცა, ისინი უარს აცხადებენ და კვლავ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ - ცეზარ ჩოჩელი
მე სპორტსმენებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, მათ შორის, საყოფაცხოვრებო პირობებიდან დაწყებული, დამთავრებული სავარჯიშო პირობებით, თუმცა, ისინი უარს აცხადებენ და კვლავ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ, – განუცხადა ჟურნალისტებს ძიუდოს ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტმა ცეზარ ჩოჩელმა.
მისი თქმით, თუ სპორტსმენებს რეალურად სურთ სიტუაციის გამოსწორება, საჭიროა მის შემოთავაზებებს დათანხმდნენ.
,,როდესაც სპორტსმენები ამბობენ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება, ეს არასწორია. „ზედაზენი“ აფინანსებს ფედერაციას და ვახდენთ თანხების კონტროლს. მე მზად ვარ ავიღო ყველა პასუხისმგებლობა და დავეხმარო სპორტსმენებს პრობლემების მოგვარებაში, როგორც პირადი, ასევე სპორტული კუთხით. მე 3–4–ჯერ შევხვდი მათ და შევთავაზე ჩემი წინადადება. მე ვუთხარი, რომ საჭიროა ღირსეულად გამოვიდეთ ტურნირებზე, თუმცა მათგან მზაობა ვერ დავინახეთ. თუ დღეს მათ ვთავაზობთ ყველა პრობლემის მოგვარებას, დაწყებული საყოფაცხოვრებო პირობებიდან დამთავრებული სპორტული საკითხებით, რატომ არ უნდა ივარჯიშონ სპორტსმენებმა, თუ აქ არ იკვეთება პოლიტიკური და პირადი ინტერესები“, – განაცხადა ვიცე- პრეზიდენტმა ცეზარ ჩოჩელმა.
მისი თქმით, მასთან მოჭიდავეები პირადი საკითხების მოსაგვარებლად ხშირად მისულან, თუმცა ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი პრობლემების გამო, მისთვის არავის მიუმართავს.
„როდესაც მე ვკითხე, ძიუდოში თუ არსებობდა ამგვარი პრობლემები, რატომ არ მოხვედით–მეთქი, მათ მითხრეს, რომ ვერ შემაწუხებდნენ. რა გამოდის, რომ პირადი საქმეებისთვის შეეძლოთ შეწუხება და საერთო საქმისთვის და ძიუდოსთვის ერიდებოდათ? “, – განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.
ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა გაფიცული ძიუდოისტების და მწვრთნელების იმ პრეტენზიასაც უპასუხა, რომელიც შეეხებოდა მიღებული ხელფასების ნაწილის უკან დაბრუნების საკითხს.
კერძოდ, როგორც ჩოჩელმა აღნიშნა, სულ არსებობდა მწვრთნელის 4 შტატი, ხოლო მუშაობდა 8 მწვრთნელი და თანხის გაყოფა ხდებოდა დასაქმებულ პირებს შორის.
მისივე თქმით, იქედან გამომდინარე, რომ მიღებული ხელფასი მცირე გამოდიოდა, პერიოდულად ხდებოდა 3 000–4 000–ის დამატებით გადარიცხვა მწვრთნელებისათვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


