უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 დეკემბერი, 2017 12:55
font-size

სპორტის სასახლეში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს

დარწმუნებული ვარ, ადვოკატთა ასოციაცია დღეს ჩაატარებს დემოკრატიულ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ არჩევნებს და გაიმარჯვებს ჩვენი ერთიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპი, - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ასათიანმა სპორტის სასახლეში, სადაც ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პროცედურები 10:00 საათიდან მიმდინარეობს.

"ჩვენ გვაქვს მოსაზრებები და იდეები, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა - უფრო თვითმმართველი და აპოლიტიკური ორგანიზაცია გახდეს ადვოკატთა ასოციაცია. დარწმუნებული ვარ, კოლეგების მხარდაჭერაში იმიტომ, რომ ჩვენს ერთიანობას, ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს თვითმმართველობას ალტერნატივა არ გააჩნია", - განაცხადა დავით ასათიანმა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ოპონენტების პრეტენზიებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოთქმული პრეტენზიები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების წინა აურზაურს და ამ პრეტენზიებს სერიოზული საფუძვლები არ გააჩნია.
მისი თქმით, არანაირ პოლიტიკურ თამაშებსა და სახელისუფლების ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს და მისი თავმჯდომარეობის პირობებში ეს გამორიცხული იქნება.

"პირველ რიგში, ყველას მეგობრობის ხელს გავუწვდი მიუხედავად შედეგებისა. მიუხედავად, გარკვეული არასამართლიანი პრეტენზიებისა, რომელიც წინასაარჩევნოდ გაისმა ჩვენი გუნდისა და ჩემი მისამართით, ჩვენ ეს დავიწყებული გვაქვს", - განაცხადა დავით ასათიანმა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნებში სულ 12 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის არიან - დავით ასათიანი, იასონ ბესელია, გრიგოლ გაგნიძე, დავით ებრალიძე, ალექსი კობაიძე, დავით ლანჩავა, ონისე მარგიანი, ვასილ ოსეფაშვილი, ელგუჯა ჩხაიძე, ირმა ჭკადუა, ლევან ჯანაშია და ვაჟა ჯაოშვილი.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი