უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივნისი, 2019 10:35
font-size

სპორტი უფრო მეტია, ვიდრე თვითონ სპორტის სხვადასხვა სახეობა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მინსკში გამგზავრებამდე მეორე ევროპული თამაშების მონაწილე ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლა და მნიშვნელოვან ასპარეზობებში წარმატება უსურვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიას თავადაც დაესწრება და ქართველ სპორტსმენებს ადგილზე უგულშემატკივრებს.

„თქვენ წარმატებულ დარგს – ქართულ სპორტს წარმოადგენთ. საქართველო დღეს მსოფლიოში ცნობილია თავისი სპორტსმენებით, ეს იმიტომ, რომ თქვენ ბევრი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჩამოუტანეთ საქართველოს. დიდი იმედი მაქვს, რომ მინსკშიც გვასახელებთ, ამის სანახავად მეც ვიქნები თქვენთან ერთად და მხარს დაგიჭერთ, რათა კიდევ ერთხელ იყოთ ძალიან წარმატებულები. სპორტი უფრო მეტია, ვიდრე თვითონ სპორტის სხვადასხვა სახეობა. სპორტი ქვეყნის ჯანსაღი სახეა და პატარა ქვეყნისათვის, რომელსაც ძალიან სჭირდება ცნობადი იყოს, დადებითი ცნობადობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კი თქვენი დამსახურებაა და ამისათვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მადლობას გიხდით. მე და მთელი საქართველო ძალიან ამაყი ვართ თქვენი წარმატებით. გისურვებთ დიდ წარმატებებს მინსკში და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ!“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა მიღებაზე.

სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა ნინო სალუქვაძემ, საქართველოს გუნდის სახელით, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ასპარეზობის წინ თითოეულ სიტყვას, გამხნევებასა და დარიგებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ევროპულ თამაშებზე 61 სპორტსმენი წარადგენს, სხვადასხვა ასპარეზობებში მონაწილეობას 50 ქვეყნის 4 000 სპორტსმენი მიიღებს. 61 ქართველ სპორტსმენს შორის სამი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, ექვსი ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ხოლო 12 მსოფლიო ჩემპიონი.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი