სამართალი
სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების ვინაობა უცნობია - პროკურორი
სპეცოპერაციის დროს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ სასამართლო პროცესის წინ განაცხადა, მოცემულ ეტაპზე ლიკვიდირებული პირების ვინაობა გამოძიებისთვის უცნობია, რადგან მათი ცხედრების იდენტიფიცირება არ მომხდარა.
„მოცემულ ეტაპზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ტარდება ექსპერტიზები. ამ ეტაპზე გარდაცვლილი პირების ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის”, - თქვა მარშანიამ.
ოთხშაბათს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თითქმის 20 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ხოლო ლიკვიდირებულია სამი, ასევე დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


